Bunny.ge შესვლა | რეგისტრაცია

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ითვლება ჩემი ქულა?

თითოეული ტესტი ფასდება 10 ქულიანი სისტემით. გამოთვლის პრინციპი მარტივია: სწორი პასუხების ჯამი იყოფა კითხვების საერთო რაოდენობის ჯამზე და მრავლდება 10-ზე.

როგორ ითვლება მთავარი სარეიტინგო ქულა?

მთავარი სარეიტინგო ქულა წარმოადგენს თქვენს მიერ პირველად გავლილ თითვეულ ტესტში მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულს.

როგორ ითვლება საერთო სარეიტინგო ქულა?

საერთო სარეიტინგო ქულის დასათვლელად, ჩვენ ვყოფთ თქვენი სწორი პასუხების ჯამს, საერთო პასუხების ჯამზე და ვამრავლებთ 10-ზე.

მე გავიარე 7 ტესტი, მაგრამ რეიტინგში მხოლოდ 3 წერია. რატომ?

გავლილი ტესტების რეიტინგი გულისხმობს მხოლოდ ჩაბარებულ ტესტებს (ანუ ტესტებს, რომლებშიც თქვენ შეძელით მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა).